Мария Эксер (ekser) wrote,
Мария Эксер
ekser

"Битва в Шиндиси" - август 2008. Статья Цотнэ Мамулашвили

Битва в Шиндиси
Цотнэ Мамулашвили
28.09.2009
Читатель вероятно согласится, что многие явления новейшей истории нашей страны, к сожалению, мало известны обществу.
Информации о военных действиях и конкретных битвах недостаточно.
Материалов об августовской войне 2008 года также крайне мало.
Для той части общества, которая интересуется детальной информацией об этой войне, многое покрыто тайной и туманом.
В дни войны можно было часто слышать фразы – "мы потеряли 5000 бойцов", "15 000 русских уничтожено", "русские вошли в Дигоми" (спальный район Тбилиси) и т.д. И хотя эти цифры и истории к реальности не имеют отношения, многие до сих пор верят в подобные мифы. С одной стороны, это можно объяснить паникой и слабостью, с другой стороны – необъективной оценкой противника. Именно потому важно понимать возможности свои и врага и делать правильные выводы на основании точных анализов событий.


А для этого необходимо иметь максимум информации об уже свершившихся боях.
Правда и то, что не существует малых или больших сражений, так как любое сражение – пусть даже малыми силами и локального характера - может стать символом большого героизма, отваги и самопожертвования или, с военной точки зрения, стать решающим.
С учетом вышесказанного в этом небольшом письме хочу рассказать о геройском сражении двух подразделений Второй Сенакской бригады.
Личный состав Второй бригады во время войны отличился высокой дисциплинированостью и боеспособностью. Подразделения бригады занимали в основном позиции к югу от Цхинвали – Тбети – направление Хетагурово.
Утром 10 августа личный состав одного из подразделений получил задание перегруппироваться к Земо Хвити и проверить безопасность дороги, связывающей с Никози.
В полдень к 14:00 разведчики 22-го батальона заметили на дороге движущуюся колону. Наши бойцы отважно напали на противника, превосходившего их количеством и заставили их отойти назад, с большими потерями.
К сожалению, в том бою погибли двое грузинских солдат.
10 августа колона инженерной сотни Второй бригады двигалась из Никози в Гори. В колоне не было бронетехники, также не было какой-либо крупнокалиберной противотанковой установки. Лендроверы без брони просто ехали по дороге. В это время российская мобильная часть смогла беспрепятственно выйти в направление села Шиндиси и, как потом стало известно, они владели информацией о передвижении грузинской колоны из Никозы.
В селе возле железнодорожной станции русские, вооруженные тяжелой техникой, устроили засаду. У них было 4-5 единиц типа танков Т-72 и несколько единиц легкой боевой машины. Личный состав - до ста человек. Грузинская колона вошла в зону огневого поражения, приблизительно с с 200-250 метров русские, с хорошо замаскированных позиций, открыли по ним огонь.
Огнем был поврежден лендровер, шедший во главе колоны, пятеро грузинских бойцов погибли на месте. Колонна остановилась, ребята оставили машины и открыли огонь. Выбрались из зоны поражения и смогли добраться до территории, контролируемой грузинской стороной.
Если бы все закончилось на этом, в этом эпизоде августовской войны не было бы ничего особенного. Этот краткий бой вошел бы в историю, как рядовая операция.
У этой истории было продолжение, необычное, героичское, и очень тяжелое. 15 бойцов сотни продолжили бой с противником.
Такой бой с превосходящим по числу противником, вооруженным большим количеством бронетехники, крупнокалиберным оружием и закрепленным на заранее подготовленных позициях, не что иное, как сознательное самопожертвование.
Препятствие не остановило грузинских бойцов, они закрепились в строениях неподалеку, некоторое остались на поле, и начался смертельный бой.
Бой продолжался чуть более часа, до тех пор, пока у наших ребят не закончились патроны. Они не отступили даже на шаг. Одной горсткой патронов воевали против армады оккупантов. В этом бою погибли 12 ребят, двое-трое получили ранения, и местные жители успели вывезти ребят в лес, пока их не нашли русские.
Думаю, нам необходимо знать имена погибших героев:
Малхаз Абашидзе, Илия Габуния, Михеил Двалишвили, Роман Зоидзе, Феликс Какауридзе, Звиад Кацадзе, Каха Кошадзе, Александре Ониани, Амиран Шаинидзе, Эмзар Цилосани, Руслан Цуладзе, Вепхиа Джишкариани.
На исходе сражения, один из бойцов – Александре Ониани на прощание обнял своего крестника, также раненного Романа Зоидзе, и подорвал себя гранатой, чтобы не даться живым врагу.
Имен двух-трех ребят, которые до конца оставалсь на поле боя, никто не знает.
Их подвиг незабываем и бесценен. Желательно знать их имена, ведь они истиные сыны своей Родины, а страна должна знать о дальнейшей судьбе своих героев.
У многих может появиться вопрос, почему ребята пожертвовали собой, зная наперед, что шансы победить равны нулю и помощи ждать неоткуда.
На этот вопрос лучше всего ответит стихотворение погибшего в этой битве Михеила Двалишвили.

“ყველა ჯარისკაცს და ყველა მხედარს,
ვისაც მამულის დაცვა ხვდა წილად,
ვისაც უფალმა დასახა ჯვარი
და აღიარა პატრიოტ შვილად,

რომელსაც ხელში უპყრია ღვთისგან
მინიჭებული ბრწყინვალე ხმალი
და ათასგვარი ურჯულო მტრისგან
უნდა დაიცვას მან მიწა-წყალი,

პატრიოტული ჩაუცვამს ფორმა,
გულში უნთია ზღაპრული სული,
სამშობლოს წმინდა სადარაჯოზე
დგას ვით ერეკლე ხმალშემართული,

სამშობლოს დროშა უჭირავს მაღლა,
მისი ღირსება ჩაუკრავს გულში,
ეამაყება თავისი ყოფნა,
არ ეცილება სხვას სიყვარულში”.
Дословно: всем солдатам и всадникам, которым выпал удел защищать свое Отечество, кого Господь признал патриотом-сыном, у кого от Бога в руке блестящий меч, которым он должен защищить родную землю от безверного врага, кто одет в патриотичную форму, в сердце горит сказочный дух, стоит на страже Родины как стоял некогда царь Эрекле, флаг Родины держит высоко,честь в его сердце, гордится быть собой и не соревнуется с другими в любви к (Грузии).
перевод статьи и подстрочник (корявый) Марии Эксер

АПД: все военные термины переведены почти наобум. Принимаю поправки. Но прошу подсказывать их в деликатной форме, а не в обычной сетевой хамской манере. У меня сегодня настроение плохое.

АПД: оригинал статьи на грузинском
ცოტნე მამულაშვილი

28.09.2009

მკითხველი ალბათ დამეთანხმება,რომ სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის ბევრი მოვლენა საზოგადოებისთვის ნაკლებადაა ცნობილი. ასევე მწირი ინფორმაცია მოგვეპოვება საომარ მოქმედებებზეც, კონკრეტულ ბრძოლებზე. 2008 წლის აგვისტოს ომზეც ძალიან მწირი მასალა გაგვაჩნია. საზოგადოების იმ ნაწილისთვის, რომელსაც აგვისტოს ომის შესახებ დეტალური ინფორმაცია აინტერესებს, ბევრი რამ დღესაც ბურუსით არის მოცული.
ომის დღეებში ხშირად გაიგონებდით ფრაზებს - 5000 ჯარისკაცი დაგვეღუპა, 15000 რუსია გადანდგურებული, დიღომში რუსები შემოვიდნენ და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ რეალობასთან ამ ციფრებსა და ისტორიებს არანაირი კავშირი არა აქვთ, ბევრს კვლავაც სჯერა მსგავსი მითებისა, რომელნიც ერთის მხრივ-შეიძლება პანიკისა და უსუსურობის გამომწვევი, ხოლო მეორესმხრივ კი-მოწინააღმდეგის არაობიექტური შეფასების მიზეზი გახდნენ.

სწორედ ამის გამო მნიშვნელოვანია სათანადოდ გავიაზროთ, გავაცნობიეროთ საკუთარი თუ მტრის შესაძლებლობები და მოვლენების ანალიზის გზით ზუსტი დასკვნები გავაკეთოთ. ამისთვის კი საჭიროა გვქონდეს მაქსიმალური ინფორმაცია უკვე გადახდილ ბრძოლებზე.
ისიც მართალია,რომ არ არსებობენ პატარა და დიდი ბრძოლები, რადგანაც ნებისმიერი ბრძოლა-თუნდაც მცირერიცხოვანი ძალებითა და ლოკალური ხასიათისა-შესაძლებელია დიდი გმირობისა და თავდადების სიმბოლოდ გადაიქცეს ან სულაც სამხედრო თვალსაზრისით გადამწყვეტი აღმოჩნდეს. ზემოთქმულის გათვალისწინებით ამ პატარა წერილში მინდა მოგიყვეთ სენაკის მეორე ბრიგადის ორი შენაერთის გმირული ბრძოლების შესახებ.

მეორე ბრიგადის პირადი შემადგენლობა ომის დროს დისციპლინირებული და მაღალი ბრძოლისუნარიანობით გამორჩეული შენაერთი იყო. ბრიგადის დანაყოფებს ძირითადად ცხინვალის დასავლეთით-ტბეთი-ხეთაგუროვოს მიმართულებით ეკავათ საბრძოლო პოზიციები. 10 აგვისტოს, დილით, ერთ-ერთი დანაყოფის პირადმა შემადგენლობამ ზემო ხვითისკენ გადაჯგუფებისა და ნიქოზთან დამაკავშირებელი გზის უსაფრთხოების შემოწმების დავალება მიიღო. შუადღის 14 საათისათვის 22-ე ბატალიონის მზვერავებმა გზაზე მოძრავი მტრის კოლონა შენიშნეს და ჩაუსაფრდნენ.

ჩვენი მებრძოლები რიცხობრივად აღმატებულ მტერს მამაცურად დაესხნენ თავს და დიდი დანაკარგებით აიძულეს უკან დაეხიათ. სამწუხაროდ, ამ ბრძოლაში ორი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა.

11 აგვისტოს მეორე ბრიგადის საინჟინრო ასეულის კოლონა ნიქოზიდან გორისკენ მიმავალ გზაზე მოძრაობდა. კოლონაში ჯავშანტექნიკა არ იყო, არც რაიმე მსხვილკალიბრიანი ჯავშანსაწინააღმდეგო შეირაღება ჰქონიათ, შეუჯავშნავი ლენდროვერებით გადაადგილდებოდნენ. ამასობაში სოფელ შინდისის მიმართულებით მოძრავმა რუსულმა ნაწილებმა შეძლეს შეუმჩნევლად გასვლა და როგორც შემდეგ გაირკვა, ნიქოზიდან მომავალ ქართულ შენაერთზეც ფლობდნენ ინფორმაციას.

სოფელში ძველი რკინიგზის სადგურთან მძიმე ტექნიკით შეიარაღებულმა რუსებმა ჩასაფრება მოაწყვეს, მათ შეირაღებაში 4-5 ერთეული ტ-72-ის ტიპის ტანკი და რამდენიმე ერთეული ქვეითთა საბრძოლო მანქანა ჰყავდათ, პირადი შემადგენლობა კი ას კაცამდე იყო. ქართული კოლონა საცეცხლე დაზიანების ზონაში რომ შევიდა, დაახლოებით 200-250 მეტრიდან რუსებმა კარგად შენიღბული პოზიციებიდან მას ცეცხლი გაუხსნეს. კოლონის თავში მომავალი ლენდროვერი დაზიანდა, ხუთი ქართველი მებრძოლი ადგილზევე დაიღუპა, კოლონა შეჩერდა, მებრძოლებმა მანქანები დატოვეს და ცეცხლი გახსნეს, დაზიანების ზონიდან გააღწიეს და ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლა მოახერხეს.

ყველაფერი აქ რომ დამთავრებულიყო, აგვისტოს ომის ამ ეპიზოდში განსაკუთრებული ალბათ არაფერი იქნებოდა-ის ისტორიაში შევიდოდა, როგორც ერთ-ერთი რიგითი საბრძოლო ოპერაცია, რომლის მსგავსი არაერთია. მაგრამ ამ ამბავს უჩვეულო და გმირული, თუმცა მეტად მძიმე გაგრძელება ჰქონდა. ასეულის მებრძოლთა შემადგენლობიდან დაახლოებით 15 ჯარისკაცმა ბრძოლას თავი არ აარიდა და გარდუვალ სიკვდილს პირისპირ ეკვეთა. მსგავსი მცირე რაზმის ბრძოლა რიცხობრივად ბევრად აღმატებულ მტერთან, რომელსაც დიდი რაოდენობით ჯავშანტექნიკა და მსხვილკალიბრიანი იარაღი აქვს და წინასწარ მომზადებული პოზიციიდან იბრძვის – სხვა არაფერია თუ არა შეგნებული თავგანწირვა.

არსებულმა ვითარებამ ქართველი მებრძოლები არ დააბრკოლა, ისინი მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ შენობებში, ზოგიც ღია ველზე გამაგრდა და მტერს სამკვდრო-საციცოცხლო ბრძოლა გაუმართა. ბრძოლა საათზე ოდნავ მეტ ხანს გრძელდებოდა - იქამდე, სანამ ჩვენს ბიჭებს ტყვია-წამალი არ გამოელიათ. მათ არცერთი ნაბიჯით უკან არ დაუხევიათ, ერთი მუჭა პატრიოტები ოკუპანტების არმადას თავგანწირვით ებრძოდნენ. Aამ ბრძოლაში თორმეტი მათგანი დაიღუპა, ორი-სამი დაიჭრა და უგონო მდგომარეობაში მყოფნი ადგილობრივმა მოსახლეობამ ტყეში მანამდე გაიყვანა, სანამ რუსები მიაგნებდნენ.

ვფიქრობ, ყოვლად აუცილებელია ჩვენი დაღუპული გმირების სახელები ყველამ იცოდეს - ესენი იყვნენ:
მალხაზ აბაშიძე, ილია გაბუნია, მიხეილ დვალიშვილი, რომან ზოიძე, ფელიქს კაკაურიძე, ზვიად კაცაძე, კახა კოშაძე, ალექსანდრე ონიანი, ამირან შაინიძე, ემზარ წილოსანი, რუსლან წულაძე, ვეფხია ჯიშკარიანი.

ბრძოლის მიწურულს, ერთ-ერთმა მებრძოლმა-ალექსანდრე ონიანმა თავისი დაჭრილი ნათლული რომან ზოიძე ჩაიხუტა და მტერს ცოცხალი რომ არ დანებებოდა-თავი ხელყუმბარით აიფეთქა.

იმ ორი-სამი ვაჟკაცის ვინაობა კი არავინ იცის, ვინც თანამებრძოლებთან ერთად ბოლომდე იდგა ბრძოლის ველზე, მაგრამ სასწაულებრივად გადარჩა. მათი გმირობა დაუვიწყარი და დასაფასებელია, სასურველი იქნებოდა მათი სახელებიც ვიცოდეთ - ისინი ხომ ჭეშმარიტი მამულიშვილები, გმირები არიან და ქვეყანამ აუცილებლად უნდა იცოდეს მათი შემდგომი ბედის შესახებ!

შესაძლებელია, ბევრს ბუნებრივი კითხვა დაებადება-რატომ შესწირეს თავი მტერს ჩვენმა მებრძოლებმა მაშინ - როდესაც გამარჯვების შანსი ნულს უდრიდა და დამხმარე ძალაც არსაიდან სჩანდა?!

ვფიქრობ, ამ კითხვას ყველაზე კარგად შინდისის ბრძოლაში დაცემული გმირის, მიხეილ დვალიშვილის ლექსი გასცემს პასუხს:

“ყველა ჯარისკაცს და ყველა მხედარს,
ვისაც მამულის დაცვა ხვდა წილად,
ვისაც უფალმა დასახა ჯვარი
და აღიარა პატრიოტ შვილად,

რომელსაც ხელში უპყრია ღვთისგან
მინიჭებული ბრწყინვალე ხმალი
და ათასგვარი ურჯულო მტრისგან
უნდა დაიცვას მან მიწა-წყალი,

პატრიოტული ჩაუცვამს ფორმა,
გულში უნთია ზღაპრული სული,
სამშობლოს წმინდა სადარაჯოზე
დგას ვით ერეკლე ხმალშემართული,

სამშობლოს დროშა უჭირავს მაღლა,
მისი ღირსება ჩაუკრავს გულში,
ეამაყება თავისი ყოფნა,
არ ეცილება სხვას სიყვარულში”.
Журнал Минобороны Грузии с оригиналом статьи
http://samkhedro09.blogspot.com/2009/12/blog-post_3747.html?zx=da1828dd6850ee37
и еще одна статья о том бое - автор неизвестен - http://intermedia.ge/%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90/23219-2008-%E1%83%AC%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%90%E1%83%92%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A1-%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%98-%E1%83%A8%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%91%E1%83%A0%E1%83%AB%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/64/

Tags: Цотнэ Мамулашвили, август 2008, августовская война 2008
Subscribe
  • Post a new comment

    Error

    default userpic

    Your IP address will be recorded 

    When you submit the form an invisible reCAPTCHA check will be performed.
    You must follow the Privacy Policy and Google Terms of use.
  • 47 comments